Toggle navigation
Menu
Search for:
გუნდი
პრესა
შემოგვიერთდით
ENG
GEO
DE
კონცეფცია
თარგმანები
პროგრამა
ავტორები
კატალოგები
პარტნიორები
Home
კონცეფცია
ემოცია
ემოცია ქართული სიტყვა არ არის, მაგრამ ქართველები ემოციური ხალხია.
ქართველები მკვეთრი მოძრაობის, შესამჩნევი ჟესტიკულაციის, ემოციას მიდევნებული ხალხია. ამიტომ, უბრალო ყოფითი ეპიზოდიც კი მათი მონაწილეობით, შესაძლოა დასამახსოვრებელ სურათად იქცეს.
ქართველები თეატრალურ ერადაც ითვლებიან, მათთვის მოქმედება, ქცევა არასდროს არის უბრალოდ ქცევა, ის აუცილებლად ერთგვარ სიმკვეთრესთან და კმაყოფილებასთან უნდა იყოს დაკავშირებული და, იმავდროულად, ფერადოვანიც ჩანდეს. საქართველო პოეზის ქვეყანაა. წარსულ საუკუნეებში ხუმრობდნენ ხოლმე, ქართველს რომანის წერას ლექსის წერა ურჩევნია, ის სწრაფია, ემოციური, ღია, პირდაპირი, უფრო ხილულად გამოხატავს ადამიანის განცდასო.
ავია, თუ კარგი, ემოცია ამ ქვეყანაში ხელისგულზე დევს. სხვანაირად, ალბათ ვერც იქნებოდა, აქ ხომ ყველაფერი ძალიან ახლოა ერთმანეთთან.