მთავარი ყველა სიახლე ​თბილისის წიგნის საერთაშორისო ბაზრობა

​თბილისის წიგნის საერთაშორისო ბაზრობა

28 მაისი, 2018

თბილისის წიგნის საერთაშორისო ბაზრობა, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 1997 წლიდან ყოველწლიურად იმართება.  2018 წელს ფესტივალი 31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით მეოცედ ჩატარდება. 2018-ის ფოკუს-ქვეყანა გერმანიაა. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, ფესტივალის ისტორიაში პირველად, ბაზრობაზე საკუთარი სტენდით წარდგება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რომელიც საქართველოს მრავალრიცხოვანი დელეგაციით ესტუმრება. ფესტივალის ოფიციალურ გახსნას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი დაესწრება.

აღსანიშნავია, რომ სპეციალურად თბილისის წიგნის საერთაშორისო ბაზრობისთვის, საქართველოს ეწვევა ქართული წარმოშობის გერმანელი მწერალი ნინო ხარატიშვილი, რომელიც მკითხველს საკუთარ წიგნს ‘მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)’ წარუდგენს.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონია 31 მაისს 13:00-ზე მე-11 პავილიონის მთავარ სცენაზე ჩატარდება. ფესტივალი ოთხი დღის განმავლობაში დამთვალიერებლებს 11:00 საათიდან 20:00 საათამდე მიიღებს.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე ყოველწლიურად წარმოდგენილი არიან როგორც ქართული, ასევე უცხოური გამომცემლობები, საელჩოები, მუზეუმები, ინსტიტუტები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ფონდები. ფესტივალს წლების განმავლობაში საპატიო სტუმრის სტატუსით სტუმრობდნენ მწერლები სხვადასხვა ქვეყნებიდან.



 

ყველა სიახლე