მთავარი ყველა სიახლე წიგნები საქართველოზე

წიგნები საქართველოზე

19 თებერვალი, 2018


გამომცემელთა საყურადღებოდ!

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ფარგლებში, გამოფენაზე „წიგნები საქართველოზე“ მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო.
 
 მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უცხოელ გამომცემლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებსაც გამოცემული აქვთ ქართული ლიტერატურული  ნაწარმოების თარგმანი ან ნებისმიერი სხვა ჟანრის წიგნი საქართველოზე. გამოფენისთვის შეირჩევა 500-1000 წიგნი.
 
დაინტერესებულმა გამომცემლებმა დამატებითი ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა გთხოვთ, იხილოთ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ოფიციალურ ვებგვერდზე.


 

 

ყველა სიახლე