Berlinisi

04 სექტემბერი, 2018

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ლიტერატურული პროგრამის ფარგლებში, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და Lettertage-ს თანამშრომლობის ფარგლებში, ბერლინში 8 ქართველი და 8 გერმანელი ავტორის მონაწილეობით ხუთდღიანი ლიტერატურული ფესტივალი გაიმართა.

ქართველი ავტორების, ზურა აბაშიძის, თორნიკე ჭელიძის, ნინი ელიაშვილის, ნიკა ლაშხიას, ქეთევან მეფარიძის, თაკო ფოლადაშვილის, გიორგი შონიას და ანინა ტეფნაძის ნაწარმოებები სპეციალურად ითარგმნა ამ პროექტისთვის.  

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, 2018 წლის აპრილში თბილისში სამი ქართველი და სამი გერმანელი ავტორის მონაწილეობით ხუთდღიანი კონფერენცია გაიმართა. ზვიად რატიანი და ეკა ქევანიშვილი, გერმანელ კოლეგებთან Paula Fürstenberg, Hendrik Jackson, David Wagner-თან ერთად, თანამედროვე ქართულ და გერმანულ ლიტერატურულ სცენებს გაეცნენ. სწორედ ამ კონფერენციის ფარგლებში შეარჩიეს გერმანელმა სტუმრებმა ‘ბერლინის ფესტივალის’ მონაწილე ქართველი ავტორები.

კონფერენციაში, ავტორებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ორმა გერმანელმა რეჟისორმა, Sabine Carbon, Felix Oehler. მათ მოკლემეტრაჟიანი ფილმი მოამზადეს გერმანელი ავტორების თვალით დანახულ ქართველ ავტორებზე, რომლის ჩვენებაც ბერლინში, ბერლინის ფესტივალზე გაიმართა.


დეტალური ინფორმაცია:  www.berlinisi.lettretage.de




 

ყველა სიახლე