მთავარი ყველა სიახლე ღონისძიება წიგნის მაღაზიების წარმომადგენლებისთვის

ღონისძიება წიგნის მაღაზიების წარმომადგენლებისთვის

09 მაისი, 2018

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ფარგლებში, გერმანიის წიგნის მაღაზიების წარმომადგენლებისთვის ქართული ლიტერატურის გაცნობის სპეციალური კამპანია დაიწყო. ქართველმა ავტორებმა ანა კორძაია-სამადაშვილმა და დათო გაბუნიამ წიგნის გერმანელ გამავრცელებლებს მრავალსაუკუნოვანი ქართული ლიტერატურის, კლასიკოსი და თანამედროვე მწერლების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. ღონისძიებას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი და ფრანკფურტის წიგნის მაღაზიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

პრეზენტაცია ქართველი შეფის ლუკა ნაჭყებიას სკულინარიული შოუს ფონზე გაიმართა.

კამპანიის ფარგლებში, მსგავსი ღონისძიებები ბერლინსა და მიუნხენში გაგრძელდება.     




 

ყველა სიახლე