მთავარი ყველა სიახლე ქართველი ილუსტრატორების პროგრამა

ქართველი ილუსტრატორების პროგრამა

29 მაისი, 2018

ახალგაზრდა ქართველი ილუსტრატორები გერმანელ დამთვალიერებელს ქართულ მრავალფეროვან კულტურასა და ლიტერატურას თანამედროვე ილუსტრაციების საშუალებით  გააცნობენ. ქართული ილუსტრაციის პროგრამა მოიცავს „მოგზაურ გამოფენას“, რომელიც ბერლინში, ფრანკფურტსა და ჰამბურგში იმოგზაურებს მთელი წლის განმავლობაში.

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ფარგლებში, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და Kulturkind თანამშრომლობით,  15 ქართველი ილუსტრატორის გამოფენა ‘My Image of Georgia’  ბერლინის ყოველწლიურ საბავშვო ლიტერატურ ფესტივალზე  ‘Berlin Book Island’, წარსდგა,  2018 წელს საქართველო ფესტივალის საპატიო სტუმარი ქვეყანაა. ფესტივალი ოფიციალურას 29 მაის გაიხსნა.  ქართველი  ილუსტრატორების გამოფენა  ბერლინში 31 ივლისამდე გასტანს.

აღსანიშნავია, რომ ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში, Kulturkind-ისა და წიგნის მაღაზიის Ocelot თანამშრომლობით, 31 მაისს ასევე გაიმართა ქართული თანამედროვე საბავშვო წიგნის ილუსტრაციების ‘Meet & Greet Georgia’, რომელიც 30 ივნისამდე გაგრძელდება.




 

ყველა სიახლე