მთავარი ყველა სიახლე საქართველოს ეროვნული სტენდი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

საქართველოს ეროვნული სტენდი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

01 ოქტომბერი, 2018

ჰოლი 5.0 სტენდი B100

საქართველოს ეროვნულ სტენდს, რომელიც 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 180 კვადრატული მეტრის ფართობს იკავებს, საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა და სტატუსი ენიჭება და ქართველი გამომცემლების მთავარ სამუშაო და საპრეზენტაციო პლატფორმას წარმოადგენს. ეროვნული სტენდი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის თანამშრომლობით ყოველწლიურად ეწყობა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე.

ეროვნული სტენდი წიგნების საგამოფენო და ბიზნეს შეხვედრების სივრცეს სთავაზობს 40-მდე ქართულ გამომცემლობას. ბაზრობის სამი სამუშაო დღის განმავლობაში სტენდზე გაიმართება ბიზნეს საუზმეები და ბიზნეს ლანჩები. საქართველოს ეროვნული სტენდის სცენა სახელწოდებით PUBLISHING CHARACTERS საპატიო სტუმრის საგამომცემლო პროგრამის მთავარი საპრეზენტაციო პლატფორმა, ოთხი დღის განმავლობაში დაეთმობა ღონისძიებებს გამომცემლების, ქართველი და უცხოელი ავტორებისა და ლიტერატორების მონაწილეობით.

სრული საგამომცემლო პროგრამა 70-მდე ღონისძიებას მოიცავს: წიგნის პრეზენტაციები, პანელ დისკუსიები, ქართული და საერთაშორისო საგამომცემლო ინდუსტრიების მიმოხილვა, ბიზნეს შეხვედრები და მიღებები, სტენდების აქტივობები და სხვა. პროგრამის ფარგლებში ავტორები, გამომცემლები, მთარგმნელები და სხვა პროფესიონალები წარადგენენ თავიანთი ლიტერატურული თანამშრომლობის და ერთობლივი პროექტების შედეგებს.  პროგრამის ფოკუსში მოქცეულები არიან ქართველი გამომცემლები, მათი პროექტები, გეგმები, ბიზნეს ინტერესები და ქართული საგამომცემლო სფეროს განვითარების პერსპექტივები.


საგამომცემლო პროგრამის აღწერა 



 

ყველა სიახლე