მთავარი ყველა სიახლე ქართველი ავტორები Das Blaue Sofa-ზე

ქართველი ავტორები Das Blaue Sofa-ზე

13 სექტემბერი, 2018

სამ თანამედროვე ავტორს - ლაშა ბუღაძეს, ნინო ხარატიშვილსა და ნანა ექვთიმიშვილს ევროპის უმნიშვნელოვანეს ლიტერატურულ პლატფორმაზე Das Blaue Sofa უმასპინძლეს. ღონისზიება 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის ლიტერატურული პროგრამის ფარგლებში, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

პრესტიჟულ ლიტერატურულ პლატფორმაზე Das Blaue Sofa ქართველი მწერლები - ნანა ექვთიმიშვილი, ლაშა ბუღაძე და ნინო ხარატიშვილი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი ბერლინში, 13 სექტემბერს წარდგნენ. ღონისძიებაზე  ქართველმა ავტორებმა საკუთარი ნაწარმოებების გერმანულენოვანი თარგმანები და ბოლო გამოცემები გააცნეს აუდიტორიას, მედეა მეტრეველმა კი 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის გამოწვევებზე ისაუბრა.      

Das Blaue Sofa-ზე აუდიტორიას ასევე მიმართეს გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა, რომელმაც ყურადღება საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობებზე გაამახვილა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტმა იურგენ ბოსმა.

2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ფარგლებში ქართველ ავტორებს მხოლოდ სექტემბერში 10 გერმანულენოვან ქალაქში 30-მდე ლიტერატურულ ღონისძიებაზე უმასპინძლებენ.  


www.das-blaue-sofa.de
www.flickr.com



 

ყველა სიახლე