Music Made by Characters

25 აგვისტო, 2018

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე კულტურის წარმოჩენის საუკეთესო შესაძლებლობაა, რომლის ფარგლებშიც გერმანიის ცნობილი საკონცერტო სივრცეები და ფესტივალები უმასპინძლებენ მსოფლიოში სახელგანთქმულ ქართველ მუსიკოს-შემსრულებლებს: ბერლინის ფილარმონიაში მსმენელის წინაშე წარდგებიან ქართველი საოპერო ვარსკვლავები: ნინო მაჩაიძე, ბადრი მაისურაძე, გიორგი ონიანი, იანო თამარი, მიხეილ ქირია, რამაზ ჩიკვილაძე, ქეთევან ქემოკლიძე და ნუცა ზაქაიძე; პოტსდამის სიმფონიური მუსიკის კონცერტი წარმოგვიდგენს თბილისის სიმფონიურ ორკესტრსა და დუდანა მაზმანიშვილს ვახტანგ კახიძის დირიჟორობით; ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნის ცერემონიაზე კი მსმენელის წინაშე ხატია ბუნიათიშვილი წარდგება, ასევე პავილიონში წარსდგებიან ბექა გოჩიაშვილის ტრიო, ნიკა მაჩაიძე და ნატალია ბერიძე, ანსამბლი სუხიშვილები, დიჯეი გიგი ჯიქია და Masterknot; არტე წარმოგვიდგენს ლიზა ბათიაშვილს, დუდანა მაზმანიშვილს, ბექა გოჩიაშვილს, ნიკოლოზ რაჭველს, ნათია თოდუას, მაქსიმილიან ჰორნუნგს და kordz-ს; ფრანკფურტის ალტე ოპერა კი ლიზა ბათიაშვილს უმასპინძლებს, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან, გორის ქალთა კამერულ გუნდთან და სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდთან ერთად, დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი; მიუნჰენის თეატრი Hoch – X მანანა მენაბდის პერფორმანსს გვთავაზობს; 2018 წელს დაგეგმილი ჟანრობრივად მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამებით ევროპელ მსმენელს საშუალება ექნება უკეთ გაიცნოს საქართველო - თავისი უძველესი, გამორჩეული და მრავალფეროვანი კულტურით.


 

ყველა სიახლე