მთავარი ყველა სიახლე მიშელ უელბეკის ვიზიტი საქართველოში

მიშელ უელბეკის ვიზიტი საქართველოში

06 ივლისი, 2018

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიცირებული, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სამი საპატიო სტუმარი ქვეყნის ერთობლივი პროექტის - Guests of Honour Get Together ფარგლებში, მიშელ უელბეკი თბილისს 23 ივნისს ეწვია.
 
 
თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული ფრანგი მწერალი ქართულ მედიას 23 ივნისს სასტუმროში Rooms Hotels Tbilisi შეხვდა. სამი დღის განმავლობაში მიშელ უელბეკს მასპინძლობას თანამედროვე ქართველმა ავტორმა არჩილ ქიქოძემ გაუწია.
 
25 ივნისს სასტუმროში Rooms Hotels Tbilisi მიშელ უელბეკმა მონაწილეობა მიიღო პანელ-დისკუსიაში, რომელშიც მიშელ უელბეკთან და არჩილ ქიქოძესთან ერთად ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ხელმძღვანელი თინა მამულაშვილი და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი მონაწილეობდნენ.
 
ასევე 25 ივნისს რუსთაველის თეატრიში გაიმართა შეხვედრა ქართველ მკითხველთან, რომელსაც მოდერაცია უელბეკის ქართული გამომცემლობის, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ხელმძღვანელმა თინათინ მამულაშვილმა გაუწია. ფრანგი სტუმარი ყაზბეგსაც ესტუმრა.
 
პროექტი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ერთობლივი თანამშრომლობით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და სასტუმროს Rooms Hotels და რუსთაველის თეატრის პარტნიორობით განხორციელდა.

 

ყველა სიახლე