მთავარი ყველა სიახლე ახალგაზრდა დიზაინერების კონკურსი

ახალგაზრდა დიზაინერების კონკურსი

05 ივლისი, 2018

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ფარგლებში, გერმანიასა და საქართველოში ჩატარდა ახალგაზრდა დიზაინერების კონკურსი. კონკურსში მონაწილეობას იღებნდნენ როგორც გერმანელი, ასევე ქართველი დიზაინერები. პროექტის მხარდამჭერია გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში.

დიზაინერებმა ორივე ქვეყნიდან შექმნეს აფიშები თემაზე #georgiancharacters. 2018 წელს გერმანიის მასშტაბით, კონკურსში 20 დიზაინის სკოლიდან 292-მა დიზაინერმა მიიღო მონაწილეობა. 25 ივნისს სპეციალურმა ჟიურიმ 10 გამარჯვებული გამოავლინა, რომელთა ნამუშევრებიც 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის ბარათების სახით გამოიცემა, ხოლო პირველ და მეორე ადგილებზე გასული აფიშები ფრანკფურტში ქალაქის მასშტაბით გამოიფინება.
5 ივლისს გაიხსნა 10 გამარჯვებული დიზაინერის მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მუზეუმში Angewandte Kunst, რომელიც 22 ივლისამდე გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ გამოფენა ასევე იგეგმება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე.



 

ყველა სიახლე