მთავარი ყველა სიახლე პირველად ქართველი მწერალი ჩინეთის ფორუმზე StoryDrive

პირველად ქართველი მწერალი ჩინეთის ფორუმზე StoryDrive

27 მაისი, 2018

28 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით ჩინეთში ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფორუმი ‘StoryDrive’ გაიმართება. საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ჩინური ლიტერატურული სამყარო ქართველ მწერალს მასპინძლობს.

საქართველოს სახელით ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს ქართველი ავტორი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, რომელიც საკუთარ წიგნებს ‘გურული დღიურები’ და ‘თომას ზღაპრები’ წარადგენს.

ფესტივალს StoryDrive მსოფლიოს მასშტაბით სულ 20 მომხსენებელი ეყოლება. StoryDrive არის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობების საერთაშორისო მედია პლატფორმა, რომელიც 2012 წლიდან ტარდება ფრანკფურტში, არგენტინაში, სინგაპურსა და ჩინეთში.

ღონისძიების მიზანია, გამოკვეთოს ლიტერატურის სფეროში მიმდინარე ცვლილებები, განვითარებული მოვლენები და ტენდენციები და გააღრმავოს საგამომცემლო ინდუსტრიის თანამშრომლობა საერთაშორისო მასშტაბით. 

აღსანიშნავია, რომ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, იტალიაში, გამომცემლობა Iiriti Editore მიერ გამოიცემა “გურული დღიურები”. წიგნი იტალიურად ნათია სულავამ თარგმნა.


www.storydriveasia.com
 

ყველა სიახლე