მთავარი ყველა სიახლე საქართველოს ეროვნული სტენდი ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე

საქართველოს ეროვნული სტენდი ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე

14 მარტი, 2018


15 მარტს 2018 წლის ლაიფციგის წიგნის ბაზრობა ოფიციალურად გაიხსნება. გახსნის ცერემონიალს 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ხელმძღვანელი, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი, ქართველი მწერლები და გამომცემლები დაესწრებიან.  

განსაკუთრებული სტატუსის გამო, საქართველო ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის ბრენდის მიხედვით შექმნილი, წინა წლებთან შედარებით,  ბევრად უფრო მასშტაბური ეროვნული სტენდით წარდგება. უცხოელ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ როგორც ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით საზღვარგარეთ გამოცემული თარგმანებს, აგრეთვე ქართულ უახლეს გამოცემებს. ბაზრობის დღეებში ეროვნულ სტენდზე ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით სხვადასხვა ფორმატისა და შინაარსის ლიტერატურული ღონისძიებები გაიმართება.


საქართველოს ეროვნული სტენდი - Halle 4, D309, ლაიფციგის წიგნის ბაზრობა


 

ყველა სიახლე