მთავარი ყველა სიახლე შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ 50 ენაზე

შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ 50 ენაზე

18 ივნისი, 2018


2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ფარგლებში, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფრანკფურტის კულტურის დეპარტამენტისა და ფრანკფურტის მერიის ინტერკულტურული ურთიერთობების დეპარტამენტის ხელშეწყობით, ​21 ივნისს ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტი გამართავს ლიტერატურულ მარათონს: ქართული ლიტერატურის შედევრი, შოთა რუსთაველის ეპოქალური პოემა „ვეფხისტყაოსანი“ წარმოდგენილი იქნება 50 ენაზე. 

12 საუკუნეში შექმნილი პოემა, რომელიც 160-ზე მეტი ხელნაწერის სახით არის შემონახული და 50-ზე მეტ ენაზე არის თარგმნილი,  2013 წელს  იუნესკომ კულტურული მემკვიდრეობის სიაში იქნა შეიტანა. ლიტერატურული მარათონი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ლიტერატურული პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა და რამდენიმე საიუბილეო თარიღს ეძღვნება:
საქართველოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენას,
საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავს, და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავს.

ფრაგმენტებს „ვეფხისტყაოსნიდან“ წაიკითხავენ ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი. ლიტერატურული მარათონის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ვეფხისტყაოსნის მხატვრული გაფორმების ნიმუშები დიგიტალურად (მინიატურებით შემკობილი ხელნაწერები და ილუსტრაციები სხვადასხვა გამოცემებიდან).


პროექტის ავტორი: პროფ. მანანა თანდაშვილი, ფრანკფურტის უნივერსიტეტში კავკასიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი

ჩატარების ადგილი: Campus Westend, PA-Gebäude, Theodor-W.-Adorno-Platz 1, Frankfurt a/M
დასაწყისი: 20.00 სთ.




 
 

ყველა სიახლე