ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით 2010 წლიდან დღემდე ქართული ლიტერატურის 65-ზე მეტი წიგნი ითარგმნა და გამოიცა გერმანულენოვან ევროპაში. 2018 წლისთვის იგეგმება ამ ციფრის გაორმაგება. გერმანულ ენაზე გამოიცემა თანამედროვე და კლასიკოსი ავტორების რომანები, მოთხრობების კრებულები, ანთოგოლიები, ეპოსი; მოთხრობების, პიესების, პოეზიის კრებულები, დოკუმენტალისტიკა და კრიტიკული ესეისტიკა, საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურა, ილუსტრირებული წიგნები, დეტექტივები და ა.შ. 2010 წლიდან დღემდე 200-ზე მეტი წიგნი ითარგმნა და გამოიცა მსოფლიოს 26 ენაზე. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი უცხოელი გამომცემლებისთვის ახორციელებს მთარგმნელობით პროგრამას „ქართული ლიტერატურა თარგმანებში“. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:
http://book.gov.ge/en/programs/translation_program/1/7/